ფეხბურთი

20:40 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ნეიმარის იჯარით დამატება განიზრახა

„პარი სენ ჟერმენისა“ და ნეიმარის ურთიერთობა ჩიხშია შესული. ბრაზილიელს კლუბის დატოვება და „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა, ხოლო პარიზელები მასთან შელევას 300 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ.

თანაც, პსჟ-ს პრიორტეტია, რომ ფეხბურთელი სწორედ კატალონური გუნდში არ გაუშვას.

თავის მხრივ, ესპანელებმა რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოიფიქრეს. Sport-ის ცნობით, „ბარსელონას“ სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ პსჟ ნეიმარის მშრალ იჯარაზე დაიყოლიოს და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ განახლდეს ფრანგულ მხარესთან მისი სატრნასფერო უფლებების სრულად გამოსყიდვის შესახე მოლაპარაკებები.

ჯერჯერობით პსჟ-ს ოფიციალური პასუხი იჯარის თაობაზე უცნობია. წესით ყველაფერი უახლოეს ხანებში უნდა გახდეს ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120065