ფეხბურთი

19:30 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟუნიორ ფირპო "ბარსელონას" ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონამ“ სევილიის „ბეტისიდან“ მარცხენა მცველი ჟუნიორ ფირპო გაიფორმა. აღნიშნული ცნობა კატალონური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფირპომ „ბარსასთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იქნება.

„ბეტისმა“ კი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსების სახით 12 მილიონი ევროც დაემატება. გასულ სეზონში ფირპომ სევილიელთა რიგებში 29 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ჟუნიორ ფირპო დომინიკის რესპუბლიკაშია დაბადებული, თუმცა ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია და ერთი თვის წინ ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონიც გახდა.

სტატისტიკა
0.261728