სხვა

14:17 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ტურნირზე თურქმა წყალბურთელებმა იმარჯვეს

დიღმის ოლიმპიური აუზში დასრულდა 17-წლამდე წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის მონაწილეებიც საქართველოს პირველი და მეორე ნაკრებები, თურქეთი და რუსეთი იყვნენ.

ნოდარ გვახარიას თასის მფლობელი თურქები გახნენ, რომელთაც რუსებსა და საქართველოს მე-2 გუნდს აჯობეს, საქართველოს უმთავრეს ნაკრებთან კი ფრის დაფიქსირება მოახერხეს. გაგაცნობთ შეჯიბრის სრულ შედეგებს.

2 აგვისტო
19:00 საქართველო – საქართველო 2 8:10
20:30 თურქეთი – რუსეთი 11:10

3 აგვისტო
19:00 საქართველო – თურქეთი 7:7
20:30 რუსეთი – საქართველო 2 7:12

4 აგვისტო
09:30 საქართველო 2 – თურქეთი 6:8
11:00 საქართველო – რუსეთი 9:10

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელსაც 11-18 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური აუზი უმასპინძლებს.
მოახლოებულ ტურნირში ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
A ჯგუფი: იტალია, მალტა, რუსეთი, თურქეთი.
B ჯგუფი: საქართველო, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი.
C ჯგუფი: უნგრეთი, ჰოლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი.
D ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116182