ფეხბურთი

15:30 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" შესაძლოა შიკი დაიმატოს

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა შესაძლოა კარიერა "დორტმუნდში" გააგრძელოს. როგორც Ruhr24-ი იუწყება, გერმანელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შიკის შემცვლელად კი "რომა" ფერნანდო ლიორენტეს კანდიდატურას განიხილავს, რომელმაც "ტოტენჰემი" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. შიკმა გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11165