ფეხბურთი

13:52 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეჰილმა შესაძლოა კარიერა "კრისტალ პალასში" გააგრძელოს

"კრისტალ პალასი" ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მცველის გარი კეჰილის გადაბირებასთან ახლოსაა. როგორც The Sun-ი იუწყება, მოლაპარაკებებს "არწივების" მწვრთნელი როი ჰოჯსონი აწამოებდა. კლუბი ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს და კვირაში 75,000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობს.

"ჩელსის" დატოვების შემდეგ, კეჰილის მიმართ ინტერები რამდენიმე პრემიერლიგის კლუბმა გამოიჩინა. გარი ლონდონელებმა 2012 წელს "ბოლტონიდან" დაიმატეს და მას შემდეგ მცველმა 290 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. კეჰილი პრემიერლიგა და ევროპა ლიგა ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114724