ფეხბურთი

12:46 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ბენასერი დაიმატა

ალჟირის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ემპოლის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. როგორც "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის თანხა.

ბენასერი ფრანგული "არლის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და "არსენალმა" 2015 წელს დაიმატა. ინგლისელებმა "ემპოლის" ნახევარმცველი 2017 წელს მიყიდეს. გასულ ორ სეზონში ბენასერმა 77 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ალჟირის ეროვნულ ნაკრებში ისმაელმა 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ ბენასერმა 17 შეხვედრა ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ თვეს ეგვიპტეში გამართულ აფრიკის ეროვნებათა თასზე ნახევარმცველმა შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და ჩემპიონი გახდა. 21 წლის ფეხბურთელი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101435