ფეხბურთი

13:26 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" "ბარსელონასთან" კოუტინიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებას დაიწყებს

ლონდონის "არსენალი" კატალონიის "ბარსელონასთან" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია beINSports-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, "ბარსელონა" მზადაა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას, რათა ნეიმარის ტრანსფერი განახორციელოს. ასევე, ინგლისელები მზად არიან იჯარაში თანხა გადაიხადონ და გამოსყიდვის უფლება დაიტოვონ.

ფილიპე კოუტინიო "ბლაუგრანას" 2018 წლის დასაწყისში "ლივერპულიდან" შეუერთდა. მას შემდეგ ბრაზილიელმა 76 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

სტატისტიკა
0.230536