ფეხბურთი

11:16 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დე ბეეკმა "აიაქსის" და "რეალის" მოლაპარაკება დაადასტურა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "აიაქსის" ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა ამსტერდამული კლუბის და მადრიდის "რეალს" შორის მიმდინარე მოლაპარაკება დაადასტურა. ჰოლანდიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

"აიაქსსა" და "რეალს" შორის მიმდინარე მოლაპარაკება სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აგენტი საქმის კურსშია. "რეალი" დიდებული კლუბის, თუმცა ამ დროისთვის "აიაქსიც" კარგ ფორმაშია. ვნახოთ რა მოხდება." - განუცხადა Fox Sports-ს დონიმ.

ჰოლანდიაში სეზონი უკვე დაიწყო, ხოლო ვან დე ბეეკმა სუპერთასის მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო 3 აგვისტოს ერედივიზიონის პირველ ტურში "ვიტესთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.108992