ფეხბურთი

10:25 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი მაგუაირის ტრანსფერის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ჰარი მაგუაირის ტრანსფერი ძალიან მალე დადასტურდება. ნორვეგიელს ინგლისელის შესახებ "მილანთან" მოგებული ჩემპიონთა თასის მატჩის შემდეგ ჰკითხეს.

"ვიმედოვნებ, ბოლო წვრილმანი დეტალები ამ კვირაშივე შეთანხმდება." - განაცხადა სულშერმა.

Sky Sports-მა და სხვა ინგლისურმა გამოცემებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც "ლესტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. "მელიები" 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, ხოლო ჰარი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120796