ფეხბურთი

23:00 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩმა ვარჯიში განაახლა

სერბეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. იოვიჩი "ატლეტიკოსთან" წაგებულ ამხანაგურ მატჩში დაშავდა და 30-ე წუთზე შეცვალეს. მას შემდეგ ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა.

"რეალის" ვარჯიშში ასევე ტიბო კურტუამ და გარეტ ბეილმა. ამ უკანასკნელს ევროპული მედია ჩინეთში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებს, თუმცა ჯერჯერობით უელსელი მადრიდშია.

იოვიჩმა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში "ბაიერნთან" მეორე ტაიმში ითამაშა მხოლოდ, ხოლო "არსენალთან" მატჩში მოედანზე საწყისი 16 წუთი გაატარა. შეგახსენებთ, რომ სერბი მადრიდელებმა 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

სტატისტიკა
0.279801