ფეხბურთი

20:26 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

"ბრისტოლის" აწ უკვე ყოფილი მცველი 24 წლის ადამ უებსტერი კარიერას "ბრაიტონში" გააგრძელებს. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ბრაიტონმა" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და აღნიშნული ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდო აღმოჩნდა.

უებსტერი "პორტსმუთის" აკადემიის აღზრდილია და 2016 წელს "იფსვიჩში" გადავიდა. 2018 წელს ადამი "ბრისტოლში" აღმოჩნდა და გასულ სეზონში ჩემპიონშიფში ჩატარებულ 44 მატჩში სამი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119015