ფეხბურთი

18:10 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლასე შონე სერია A-ში ითამაშებს

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ლასე შონე კარიერას იტალიის სერია A-ში, კერძოდ „ჯენოაში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და დანიელი სულ მალე იტალიაში ჩავა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ცნობილია, რომ შონე გენუელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

33 წლის ლასე შონეს აქამდე მხოლოდ ჰოლანდიურ გუნდებში უთამაშია - „ჰერენვენი“, „გრააფსხაპი“ და „ნაიმეგენი“, ხოლო „აიაქსის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში დანიელმა 51 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

სტატისტიკა
0.591226