ფეხბურთი

10:40 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" სენ-მაკსიმენი და ვილემსი დაიმატა

"ნიუკასლმა" ფრანგი და ჰოლანდიელი ფეხბურთელები ალან სენ-მაკსიმენი და იეტრო ვილემსი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია "კაჭკაჭების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ალანის სანაცვლოდ ინგლისელებმა "ნიცას" 16.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს და შესაძლოა ბონუსების სახით ფრანგებმა საბოლოო ჯამში 20 მილიონი მიიღონ. შემტევი "ნიცაში" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 74 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველი კი "ნიუკასლში" "აინტრახტიდან" ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ვილემსი გერმანულ გუნდში 2017 წელს გადავიდა და განვლილ ორ სეზონში ჩატარებულ 65 შეხვედრაში შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131675