ფეხბურთი

20:21 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოსა" და "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქეები თუ პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებენ

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს - „დინამო თბილისი“ და „საბურთალო“. ორშაბათს კი, ნიონში პლეი-ოფის წილისყრა გაიმართება და შესაბამისად, თბილისური კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვევა. ცხადია, თუ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ.

„დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხ წყვილში გამარჯვებულთაგან ერთ-ერთს შეხვდება.

„კრაიოვა“ (რუმინეთი) / აეკ (საბერძნეთი)

„რიეკა“ (ხორვატია) / „აბერდინი“ (შოტლანდია)

ცსკა (ბულგარეთი) / „ზორია“ (უკრაინა)

„ნორჩეპინგი“ (შვედეთი) / „ჰაპოელი“ (ისრაელი)

„საბურთალო“ კი ერევნის „არარატ-არმენიას“ გაეჯიბრება და თუ სომხურ ბარიერს დაძლევს, პლეი-ოფში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ წყვილებში დამარცხებული ერთ-ერთი მეტოქე ერგება.

„კლუჟი“(რუმინეთი) / „სელტიკი“ (შოტლანდია)

„დინამო“ (ხორვატია) / „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) / „კოპენჰაგენი“ (დანია)

აღსანიშნავია, რომ "საბურთალოს" შესაძლო მეტოქეთა ჯგუფში სამი განთესილი წყვილია (ზემოჩამოთვლილი), ხოლო ხუთიც განუთესავი (მათ შორის, "საბურთალო" - "არარატ-არმენია"). შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ საქართველოს ჩემპიონს განუთესავი წყვილიდან ერგოს მეტოქე. ეს, იმ შემთხვევაში თუ წილისყრისას განთესილი სამივე გუნდი "საბურთალოს" არ ამოუვა:

„მაკაბი“ (ისრაელი) / „სუდუვა“ (ლიეტუვა)

„რიგა“ (ლატვია) / „ჰელსინკი“ (ფინეთი)

„დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი) / „კალიუ“ (ესტონეთი)

„შერიფი“ (მოლდოვა) / „აიკი“ (შვედეთი)

შეგახსენებთ, „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ მატჩები 6 და 14 აგვისტოს, ხოლო „დინამო“ – „ფეიენოორდის“ 8-15 აგვისტოს გაიმართება.

სტატისტიკა
0.269627