ფეხბურთი

21:36 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაომ "გალათასარაი" იუარა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ "გალათასარაიში" გადასვლაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-ის ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

კოლუმბიელს ლიგა 1-ის კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და თუ ხელშერულება არ გახანგრძლივდება, მომდევნო სეზონის ბოლოს სამხრეთამერიკელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ფალკაო "მონაკომ" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2013 წელს 43 მილიონ ევროს სანაცლოდ დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ჩელსიში" იყო განათხოვრებული. ლიგა 1-ის გუნდის მაისურით კი თამდამსხმელმა ჯამში ყველა ტურნირზე 140 მატჩი ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა. 2016/17 წლების სეზონში ფალკაო საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

სტატისტიკა
0.271455