ფეხბურთი

20:00 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკელელე "ჩელსიში" დაბრუნდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდა. როგორც "არისტოკრატების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფრანგი კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების ტექნიკური დამრიგებელი იქნება. ასევე, მაკელელე განათხოვრებულ ფეხბურთელების თამაშებს დააკვირდება და მათზე ინფორმაციას შეაგროვებს.

მაკელელე ლონდონურ გრანდში 2003-2008 წლებში თამაშობდა და ამ ხნის განმვალობაში პრემიერლიგა ორჯერ მოიგო. საფეხბურთო კარიერა კლოდმა პსჟ-ში 2011 წელს დაასრულა და სამწვრთნელო კარიერა ამავე კლუბში დაიწყო. ფრანგი 2017 წლიდან ბელგიური გუნდის "ეუპენის" დამრიგებელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111076