ფეხბურთი

17:27 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომდე" "ფეიენოორდი" შემადგენლობას აძლიერებს

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქე როტერდამის „ფეიენოორდი“ ძლიერდება. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ლუსიანო ნარსინგი ამიერიდან „დე კუიპზე“ ითამაშებს.

28 წლის შემტევი ბოლოს „სუონსი სიტის“ ღორსებას იცავდა, ხოლო მანამდე სახელი პსვ ეინდჰოვენში თამაშით გაითქვა. ჰოლანდიის ნაკრებში კი 16 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, როტერდამელებმა აგრეთვე „სუონსიდან“ ლეროი ფერი დაიბრუნეს. 29 წლის ნახევარმცველმა სახელი სწორედ „ფეიენოორდში“ გაითქვა (2007-2011), ხოლო შემდეგ ინგლისურ გუნდებში ირჯებოდა. ჰოლანდიის ნაკრებში კი 11-ჯერ უთამაშია და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124089