ავტოსპორტი

3:18 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულმა“ პიტ სტოპის ახალი რეკორდი დაამყარა

სულ ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას, „რედ ბულის“ გუნდმა უსწრაფესი პიტ სტოპი შეასრულა (1.91 წამში). და აი, გერმანიის რბოლისას, ავსტრიულმა გუნდმა ეს რეკორდი თავადვე გააუმჯობესა - მაქს ფერსტაპენს ოთხივე ბორბალი სულ რაღაც, 1.88 წამში შეუცვალა.

ამ ჩანაწერზე კარგად ჩანს, როგორც უცვლიან ჰოლანდიელ პილოტს, ვინც ამ რბოლის ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა, საშუალო საწვიმარ ბორბლებს სლიკებით. ეს ის მონაკვეთია, როცა ასფალტმა გაშრობა დაიწყო და რბოლის ტემპი სულ უფრო მატულობდა. შესაბამისად, პილოტებმა მშრალ საბურავებზე გადასვლა დაიწყეს.

ვიდეოზე ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ თვალის მიდევნებაც კი ძნელია. შენლებულ ტემპში კი კარგად გაარჩევთ, რა დონეზე არიან გუნდის მექანიკოსები პიტ სტოპის საქმეში. ამას ისევე სწრაფად და ეფექტურად აკეთებენ, როგორც მათმა პილოტმა ჰოკენჰაიმის რბოლა გაიარა.

ამ პიტ სტოპისთვის „რედ ბულმა“ DHL-ის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=1I-CV59aO_0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120717