სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:50 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელის ვისენტე: "ფეიენოორდთან" ყველა ფეხბურთელი 200%-ით დაიხარჯება"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს შედეგი გუნდურმა მუშაობამ მოიტანა და ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „დინამოს“ ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ოთხ თამაშში გოლი არ გაუშვია.

გარდა ამისა, ვისენტემ აღნიშნა, რომ როტერდამის „ფეიენოორდი“ ევროპაში გამორჩეული გუნდია და სწორედ ამ შეხვედრებში გამოჩნდება „დინამოს“ რეალური ძალა.

„დიდი მადლობა მოლოცვისთვის. პირველ რიგში მინდა მივულოცო არამარტო ფეხბურთელებს, არამედ მთლიანად სტაფს, რადგან ეს შედეგი სწორედ გუნდურმა მუშაობამ მოიტანა.

ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეხვედრა ჩაატარა და კიდევ ერთხელ მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა და ჩვენი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გარდა იმისა, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული ფეხბურთელებისთვის მოტივაციისთვის არ მითქვამს. უბრალოდ ასე გვქონდა თავიდანვე დაგეგმილი.

გუნდური მუშაობის შედეგია, რომ ჯერ გოლი არ გაგვიშვია და პირველ რიგში ეს იწყება თავდასხმის ხაზიდან და სწორედ ესაა ჩვენი დავალება, რომ თავი გუნდურად და კომპაქტურად დავიცვათ. რაც შეეხება „ფეიენოორდთან“ მომავალ მატჩებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მოვემზადებით ამ მატჩებისთვის.

შენგელიას კონტრაქტი 31 აგვისტომდე აკავშირებს და ამ ეტაპზე ორივე შანსი არსებობს, როგორც დარჩენის, ისე წასვლის. შენგელიამ დღეს ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ, მომდევნო მატჩია, რომელიც კვირას „ლოკომოტივთან“ გველოდება თბილისური დერბი. მერე კი „ფეიენოორდთან“ თამაშზე გადავერთვებით.

ყველამ ვიცით, რომ „ფეიენოორდი“ გამორჩეული გუნდია და ვეცდებით, ეს ტემპი შევინარჩუნოთ.სწორედ ამ მატჩებში გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა. ვიცით, რომ ამ გუნდთან ისტორიული გამარჯვება გვაქვს მოპოვებული და ჩვენი მიზანია ამ ისტორიას ეტაპობრივად გავუტოლდეთ და ვითამაშოთ ისე, როგორც „დინამოს“ ეკადრება.

ამ ორ დღეში გამოჩნდება იაშვილის ტრავმის სიმძიმე და მოახერხებს თუ არა „ლოკომოტივთან“ თამაშს. ვიცით, რომ აღნიშნულ მატჩში მძიმე ბრძოლა გვექნება, რადგან „ლოკომოტივი“ ძლიერი გუნდია. ჩვენთვის ეს თამაში ეროვნული ლიგის ეგიდით ძალიან მნიშვნელოვანია და საბრძოლო შემადგენლობით თამაშს ვაპირებთ.

კარიკარის რაც შეეხება, ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება და ნელ-ნელა შედის ფორმაში. ჩვენც შესაფერის დროს ვაძლევთ, რომ გუნდთან ადაპტაცია მოახერხოს.

ახლა რისი თქმაც შემიძლია „ფეიენოორდთან“ ყველა ფეხბურთელი 200%-ით დაიხარჯება. თუმცა, მანამდე ჩვენ „ლოკომოტივთან“ მატჩი გვაქვს და სწორედ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ“, - განაცხადა ვისენტემ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისმა“ „გაბალა“ ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპაზე როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.138996
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X