ფეხბურთი

17:50 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაფაელ ლეაო "მილანის" ფეხბურთელია

იტალიურმა „მილანმა“ ნიჭიერი პორტუგალიელი ფეხბურთელის რაფაელ ლეაოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ახალგაზრდა შემტევმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, 20 წლის ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება და თანხა, რომელიც ფრანგულმა „ლილმა“ მიიღო, ამ დროისთვის ოფიცილურად უცნობია, მაგრამ არაოფიციალური ცნობით, ფრანგებმა 35 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

ლეაო „ლილს“ ერთი წლის წინ „სპორტინგიდან“ შეუერთდა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 26 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110121