ფეხბურთი

16:04 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა ყოყმანობს

ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავს, პაულო დიბალას, ჯერაც ვერ გადაუწყვეტია „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა, მიუხედავდ იმისა, რომ კლუბებმა თითქოს მოილაპარაკეს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, არგენტინელი დარწმუნებული არ არის, რომ მისი სათამაშო სტილი პრემიერლიგისას მოერგება. ასევე აწუხებს, რომ „მანჩესტერი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგში არ ითამაშებს.

დიბალას სურს წელიწადში „სუფთა“ 10 მილიონი ევრო გამოიმუშაოს და არ ეთანხმება პუნქტს კონტრაქტში, რომლის მიხედვითაც გაისად ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრის შემთხვევაში, ხელფასი 25 პროცენტით შეუმცირდება . ეს წესი „მანჩესტერის“ ყველა მოთამაშეზე ვრცელდება.

0.156276