ფეხბურთი

9:44 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურა: „Audi Cup-ის მოგება სეზონის საუკეთესო დასაწყისია“

ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა, ლუკას მოურამ, ჟურნალისტებს Audi Cup-ის მოგების შემდეგ, თავისი ემოციები გაუზიარა. ფინალური შეხვედრა მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გაიმართა და „ტოტენჰემმა“ მასპინძელ „ბაიერნს“ თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა 2:2 (6:5 პენ).

„ძალიან მიხარია ამ არაჩვეულებრივ კლუბთან ერთად პირველი ჯილდოს მოგება. ეს სეზონის საუკეთესო დასაწყისია. მომავალშიც მუყაითად ვიმუშავებთ, რათა გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვიყალიბოთ““ - დაწერა თავის ტვიტერზე ბრაზილიელმა.

ტურნირზე მესამე ადგილი მადრიდის „რეალმა“ დაიკავა, რომელმაც თურქულ „ფენერბაჰჩეს“ მოუგო 5:3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14576