ფეხბურთი

9:05 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა, მანემ და ფირმინომ, შესაძლოა ინგლისის სუპერთასის მატჩში არ ითამაშონ

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განაცხადა, რომ ჯერ არ გაურკვევია როგორი შემადგენლობა ითამაშებს ინგლისის სუპერთასის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.

„ჯერ ვერ გეტყვით ითამაშებენ თუ არა სალაჰი, მანე და ფირმინო „სიტის“ წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, ისინი მინდორზე იქნებიან. აუცილებელია სერიოზულად მოვემზადოთ მატჩისთვის.

„სიტისთან“ შეხვედრები განსხვავდება სხვებისგან. კარგი იქნებოდა მათთან წინასასეზონო ტესეტი გვეთამაშა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. თუმცა ყველაფერი კარგადაა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

ინგლისის სუპერთასის მატჩი 4 აგვისტოს, ტრადიციულად „უემბლიზე“ გაიმართება და თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112434