ფეხბურთი

21:02 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპავა: "მოდუნების საშუალება არ გვაქვს"

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ მატჩისწინ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, მოდუნების საშუალება არ აქვთ და იციან, რომ ჯერ დასრულებული არაფერია.

„რა თქმა უნდა, ყველა გუნდს მიაჩნია, რომ ძლიერია და შეუძლია მოგება. ჩვენ დიდ პატივს ვცემდით მეტოქეს პირველი წუთიდან და მაქსიმუმი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. ბევრად უკეთ ჩავატარეთ თამაში და შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, შედეგი სრულიად სამართლიანი იყო. ხვალ კი, ასევე ვაპირებთ თამაშს და ვეცდებით ისევ გავიმარჯვოთ.

პირველი მატჩის შემდეგ გასახდელშივე ვთქვით, რომ გადაწყვეტილი არაფერია და მოდუნების საშუალებას ზოგადად სპორტი არ გვაძლევს. ამის მაგალითი „საბურთალოსგანაც“ გვაქვს. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა პაპავამ.

შეგახსენებთ, „დინამოსა“ და „გაბალას“ მატჩი 1 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო პირველი მატჩი "დინამომ" აზერბაიჯანში 2:0 მოიგო.

0.116794