ფეხბურთი

17:35 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ "იუვენტუსში", დიბალა - "მანჩესტერში"

ტურინის „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს ბარტერზე შეთანხმდნენ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

დამატებით „იუვე“ 15 მილიონ ევროსაც მიიღებს. თუმცა, ერთი პრობლემა რჩება: დიბალას „იუვენტუსის“ დატოვება არ სურს. არგენტინელი შვებულებიდან ტურინში ხვალ დაბრუნდება და დაუყოვნებლივ მაურიციო სარისა და ფაბიო პარატიჩის შეხვდება. ამის შემდეგ ყველაფერს საბოლოოდ მოეფინება ნათელი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ დიბალა „მანჩესტერს“ ხელფასისი სახით 10 მილიონ ევროს სთხოვს, ხოლო „იუვეში“ ამჟამად 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 182 მატჩში 78 გოლის გატანა მოახერხა.

0.115042