ფეხბურთი

9:05 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუტრონე: „პრემიერლიგაში თამაში, ეს ფანტასტიკაა“

„ვულვერჰემტონის“ ახალწვეულმა, პატრიკ კუტრონემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან გახარებულია ინგლისის ჩემპიონატში გადასვლით და მოუთმენლად ელის სეზონის დაწყებას.

„მოხარული ვარ აქ ყოფნოთ. მით უმეტეს, რომ კლუბს ვჭირდებოდი. პრემიერლიგაში თამაში ფანტასტიკური გამოცდილებაა. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.“- უთხრა კუტრონემ კლუბის პრესსამსახურს.

კუტრონე „მილანის“ აღზრდილია და მშობლიური კლუბის ძირითად გუნდში 2017 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან „მილანის“ მაისურით სერია A-ს 34 მატჩში, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. 2018 წლიდან მას იტალიის ნაკრებშიც იძახებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115165