ფეხბურთი

20:10 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ქართველი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „რანდერსის“ შემტევის თამაში ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

საბას თამაში 9.7 ქულით შეფასდა და სიმბოლურში მოხვედრილ ფეხბურთელთა შორის ეს მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ სუპერლიგის მე-3 ტურში „ჰობროსთან“ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა (2:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135371