ფეხბურთი

16:15 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "გავიხსენოთ, "ბარსელონამ" როგორი ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ წლებია ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ Marca-სთან ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა. პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვე“ ფავორიტთა შორისაა, მაგრამ ბევრი რამ იღბალზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა, რონალდუმ „ბარსელონას“ შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მიუხედავად დიდი ინვესტიციებისა, კატალონელები ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებენ.

„ყოველწელს „იუვენტუსის“, „რეალის“ „ბარსელონას“ წელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთი გუნდი იმარჯვებს. „ბარსელონა“ მოვიყვანოთ მაგალითად: ბოლო 5 წელში ტრანსფერებისთვის უამრვაი თანხა დახარჯეს, ინვესტიცია მოახდინეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა (რეალურად „ბარსას“ 4 წელია არ მოუგია - რედ).

მიმდინარე ზაფხულს „იუვეს“ შემადგენლობა გამყარდა და გამარჯვებითვის იბრძოლებს, როგორც ყოველთვის. თუმცა, ბევრი რამ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული - ჯგუფებზე, ეპიზოდებზე, ტრავმებზე, იღბალზე... ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გამარჯვებისთვის ყველა ინგრედიენტი გვაქვს და ამ წელს გავიმარჯვებთ ან გაისად“, - თქვა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119018