ფეხბურთი

12:16 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ წინასასეზონო ფოტოსესიას სანეს გამო აგვიანებს

მიუნხენის „ბაიერნი“ სეზონისწინა ფოტოსესიას აგვიანებს. მიზეზი - „მანჩესტერ სიტის“ გერმანელი გარემარბის, ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერია. ბავარიელებს სურთ სავარაუდო ახალწვეული გუნდურ ფოტოზე მოხვდეს - გვამცნობს Bild.

ბავარიელებს კი სურთ, მაგრამ ინგლისური კლუბი არ ჩქარობს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სანესთან განშორებას. თავად ფეხბურთელიც, ჩანს, პრემიერლიგაში დარჩენისკენ იხრება.

სანე „სიტიში“ 2016 წლის ზაფხულში გადავიდა „შალკედან.“ გარიგება 50,5 მილიონი ევრო დაჯდა. გასულ სეზონში 23 წლის გერმანელმა ჯამში 47 მატჩში ითამაშა „ქალაქელების“ მაისურით. 16 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე პასით გამოირჩა.

ინგლისურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 100 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124058