ფეხბურთი

1:12 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დიბალას გაყიდვა გადაწყვიტა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა პაულო დიბალას გაყიდვა გადაწყვიტა. Calciomercato-ს ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა მზადაა 80-100 მილიონი ევროს ფარგლებში არგენტინელი გაასხვისოს.

აღნიშნული ცნობა დღეს ტურინელთა ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმაც დაადასტურა და თქვა, რომ შესაბამის წინადადებას კლუბი აუცილებლად განიხილავს.

გარდა ამისა, იტალიური მედია აქტიურად იტყობინება, რომ „იუვე“ დიბალას რომელუ ლუკაკუში გაცვლას ცდილობს. საინტერესოა, რომ სამხრეთ ამერიკელით „მანჩესტერ იუნაიტედიცაა“ დაინტერესებული და სავარაუდოდ, ტრანსფერი წარმატებით გაიჩარხება.

პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა და 182 მატჩში 78 გოლის გატანა მოახერხა.

0.112115