ფეხბურთი

2:00 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის ჩინური ტრანსფერი ჩაიშალა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის ჩინურ „ჯაინგსუ სანინში“ ტრანსფერი ჩაიშალა. ფეხბურთელი აზიელებთან შეთანხმებული იყო და სეზონში 22 მილიონ ევროს სანაცვლოდ ჩინეთში გადასაბარგებლად მზად გახლდათ.

თუმცა, „სამეფო კლუბმა“ უელსელი ევროპის მიღმა გასხვისებაზე უარი თქვა და ახლა მართლაც რთული წარმოსადგენია, რომ ბეილი „ჯიანგსუში“ გადავიდეს, რადგან ჩინეთში სატრანსფერი ფანჯარა 31 ივლისს იხურება.

ზინედინ ზიდანის სურვილია, რომ ბეილი როგორმე „მანჩესტერ იუნაიტედს“ პოლ პოგბაში გაუცვალოს. მაგრამ ეს გარიგებაც რთული გასაჩარხია, რადგან ინგლიგსში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება და იქამდე არცთუ დიდი დრო დარჩა.

შედეგად, მადრიდელებს 30 წლის ფეხბურთელის გასხვისების ალტერნატიულ ვარიანტად მიუნხენის „ბაიერნი“ დარჩა, რომელმაც ბეილის პოზიციაზე არინ რობენი და ფრანკ რიბერი დაკარგა. თავის მხრივ პრობლემა აქაც არსებობს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მიუნხენელთა ბოსები უელსელის მაღალი გასამრჯელოს გადახდას დათანამხდენ.

სტატისტიკა
0.25296