ფეხბურთი

21:04 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის 2019-2020 წლების სეზონმა სტარტი აიღო და პირველი ტურის მატჩი ჩაატარა გრაცის „შტურმმა“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს.

გრაცელებმა „პოლტენს“ უმასპინძლეს და ადვილად, 3:0 დაამარცხეს. ოთარი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა. მესამე გოლი კი იანშტერმა სწორედ ჩვენებურის პასით გაიტანა.

„შტურმი“ ახლა ევროპა ლიგისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც „ჰაუგესუნდს“ უმასპინძებს და რთული მისიის წინაშე დგას, რადგან პირველი თამაში ნორვეგიაში 0:2 აქვს წაგებული.

0.113024