ფეხბურთი

19:44 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ბარსელონა" მესის გარეშე ცხოვრებისთვის უნდა მოემზადოს"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ნელ-ნელა ლიონელ მესის შემცვლელზე ფიქრი უნდა დაიწყოს. ბართომეუს განცხადებით, მომენტს, როდესაც მესი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, „ბარსელონა“ მზად უნდა შეხვდეს.

„ვფიქრობ, მუშაობა უნდა დავიწყოთ მესის შემდეგ ეპოქაზე. უნდა მოვემზადოთ და ახალი ფეხბურთელები მოვყვანოთ. როგორც პრეზიდენტი ვიმედოვნებ, რომ ლეო აქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ცვლილებაზე, როდესაც მესი გადაწყვეტს კარიერიას დასრულებას, მზად ვიყოთ.

ნეიმარი? ამ ზაფხულს მის შესახებ გაზეთებში ბევრი რამ წავიკითხე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრაზილიელი პსჟ-ს ფეხბურთელია და ჩვენ ფრანგულ გუნდს დიდ პატივს ვცემთ. ამჟამად ასეთი სიტუაციაა და დასამატებელი არაფერია“, - თქვა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, 32 წლის ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.111313