ფეხბურთი

14:15 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაიორალი "ლევანტეში" კვლავ იჯარის წესით ითამაშებს

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ბორხა მაიორალი მომდევნო სეზონს კვლავ იჯარის წესით "ლევანტეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. ბორხა "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა წინასასეზონო შეკრებაზე არ წაიყვანა.

მაიორალისადმი ინტერესს "სოსიედადიც" იჩენს, თუმცა ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ლევანტე" ბორხასთვის ოპტიმალური ვარიანტია. მაიორალმა გასულ სეზონში ვალენსიური გუნდის რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. ერთი თვის წინ ბორხა ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდში ევროპის ჩემპიონი გახდა, ამ ასაკის ნაკრებში მაიორალმა 31 შეხვედრა ჩაატარა და თავი 16 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119696