ძიუდო

22:06 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოში ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამამდე წონიტ კატეგორიაში 19 წლის სპორტსმენმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, დაამარცხა მასპინძელი დომინიკ დრუზეტა და ანდრეა რეგიზი, ხოლო მეოთხეფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა. რეპეშაჟში ტატომ ლეანდრო გილეირო დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში კი შვედ რობინ პასეკს სძლია.

მიმდინარე წელს გრიგალაშვილმა ხუთ ტურნირზე იასპარეზა და მედლის გარეშე არ დარჩენილა. ზაგრების მსგავსად, თბილისის და ბაქოს გრან პრიზე ტატომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, მესამე ადგილს დასჯერდა ნეაპოლში გამართულ მსოფლიოს უნივერსიადაზე, ხოლო ბუდაპეშტში ოქროს მედალი მოიპოვა.

0.119419