ფეხბურთი

20:19 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ზიდანის გათავისუფლებაზე და მოურინიოს დაბრუნებაზე ფიქრობს

ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს. ესპანური მედიის ცნობით, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „ატლეტიკოსთან“ 3:7 განადგურების შემდეგ ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის დათხოვნის საკითხს განიხილავს.

„სამეფო კლუბის“ პრეზიდენტს ფრანგის იდეალურ შემცვლელად პორტუგალიელი სპეციალისტი ეგულება, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროპაში დარჩენის მიზნით ჩინეთიდან სარფიან წინადადებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში ავარჯიშებდა და თითოჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111189