ფეხბურთი

16:40 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინში" ქართველთა რაოდენობა გაიზარდა

ყაზანის „რუბინში“ კიევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა - ნიკა ყიფიანი. 22 წლის ნახევარმცველმა რუსულ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 70-ნომრიანი მაისური მოირგო.

ყიფიანი თბილისშია დაბადებული, მაგრამ ამჟამად რუსეთის მოქალაქეა და ამავე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. საფეხბურთო კარიერა მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაიწყო, მერე კი კვიპროსში „ეთნიკოსის“, „ერმისისა“ და „ომონიას“ ღირსებას იცავდა. ბოლოს კი საქართველოში, „რუსთავის“ რიგებში თამაშობდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

-ნიკა, მოგვიყევი როგორ მოხვდი აქ. როდის გაიგე დაინტერესების შესახებ?

- იმ მომენტში მოსკოვში ვიყავი და ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი. დაუყოვნებლივ დავთანხდი, რადგან ვიცი, რა გუნდია „რუბინი“ და როგორ ფეხბურთელებს უთამაშიათ აქ. მეტიც, აქ ჩემი მეგობრები თამაშობენ და ადაპტაციის პრობლემა არ მაქვს.

- რამდენი ენა იცით?

- რუსულის გარდა, ინგლისური და ქართული. მოსკოვში ცხოვრების დროს ქართული ცოტა დამავიწყდა, მაგრამ ბექა მიქელთაძე მახსენებს და მე რუსულს ვასწავლი.

- როგორ მოხვდი საქართველოდან რუსეთში?

- თბილისში დავიბადე, მაგრამ მოსკოვში გავიზარდე. მამაჩემი დიპლომატი იყო და რუსეთში საქმიანი ვიზიტებით დადიოდა. 9 წლამდე მხოლოდ ქართული ენა ვიცოდი და რუსულ სკოლაში როდესაც წავედი, ერთადერთი ლექსი ვიცოდი რუსულ ენაზე. თავდაპირველად ძნელი იყო, მაგრამ გამკლავება მოვახერხე.

- რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ...

- დიახ, მხოლოდ 21 წლამდელებში არ მითამაშია. ალბათ იმიტომ, რომ კვიპროსში გადავედი სათამაშოდ. რუსეთში დარჩენის ვარიანტები მქონდა, მაგრამ ვამჯობინე, რომ სათამაშო პრაქტიკა მთავარი იყო.

- კვიპროსის ჩემპიონატი უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოს?

- დიახ. კვიპროსში ბევრი ღირსეული გუნდია, რომლებიც ევროპაშიც აღწევენ წარმატებებს. რუსეთის ჩემპიონატი ვფიქრობ კიდევ უფრო ძლიერია.

- რა პოზიციაზე თამაშობთ?

- კონკრეტული ამპლუა არ მაქვს. შემიძლია ვითამაშო როგორც ფლანგებზე, ისე მოედნის ცენტრში. თავდამსხმელადაც მაქვს რამდენიმე მატჩი ჩატარებული. საბოლოო ჯამში მწვრთნელი გადაწყვეტს სად ვითამაშებ და სად ხედავს ჩემს თავს.

- თქვით, რომ იცით „რუბინში“ რა დონის ფეხბურთელებსაც უთამაშიათ. ვის გულისხმობდით?

- ვიცი, რომ აქ ბევრ ქართველს უთამაშია. მათ შორის ლევან სილაგაძეს, რომელიც „რუსთავის“ პრეზიდენტია, სადაც ბოლოს ვთამაშოდი. მასთან ბევრი ვისაუბრე „რუბინის“, ქალაქის შესახებ. ასევე რიფატ ჟემალეტდინოვთან, რომელიც ჩემი მეგობარია. „რუბინში“ ყველაფერია განვითარებისთვის.

0.15679