ფეხბურთი

15:15 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "დარწმუნებული ვარ "რეალისთვის" კარგი სეზონი იქნება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ (3:7) ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდისთვის კარგი სეზონი იქნება და ამაში ეჭვი არ ეპარება.

„ძალიან ცუდად დავიწყეთ, მერვე წუთისთვის 0:2-ს ვაგებდით. ყველაფერი გვაკლდა, განსაკუთრებით ინტენსივობა, რომელიც ასეთ დონეზე თამაშისთვისაა საჭირო. სეზონის განმავლობაში მოტივირებული ვიქნებით, ამაში ეჭვი არ მეპარება.

დარწმუნებული ვარ „რეალი“ კარგ სეზონს ჩაატარებს. დღეს ცხადია კმაყოფილება არ შეგვიძლია, მაგრამ მჯერა ჩემი გუნდის კონკურენტუნარიანობის.

მარცხი არ მაწუხებს, ეს მტკივნეულია. არ თამაშობ წაგებისთვის, ეს იყო საშინელი თამაში და უნდა ვიფიქროთ რა გავაკეთეთ“, - აღნიშნა ზიდანმა.

0.123305