ფეხბურთი

13:50 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში ჩვენს შორის რეალური ბალანსს ასახავს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ (7:3) განაცხადა, რომ ეს თამაში გუნდებს შორის რეალურ განსხვავებას არ ასახავს.

„ამ შეხვედრას კარგად მომზადებულნი შევხვდით, გავაანალიზეთ „რეალის“ თამაშიც და ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. პოზიციას ზუსტად ვარჩევდით, ძალიან ყურადღებით ვიყავით და ეს ფეხბურთში მნიშვნელოვანია.

თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის რეალური ბალანსს ასახავდეს“, - თქვს სიმეონემ.

სტატისტიკა
0.230697