ფეხბურთი

22:07 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ალბერტო სორო დაიმატა და მშობლიურ გუნდში გაანათხოვრა

"სარაგოსას" შემტევი ნახევარმცველი ალბერტო სორო მადრიდის "რეალმა" დაიმატა. "სარაგოსამ" ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა და ასევე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონს სორო კვლავ მშობლიურ გუნდში გაატარებს.

ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის სხვა დეტალები. ალბერტო პირველ გუნდში 2018 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ში ესპანელმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.237872