ფეხბურთი

20:00 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან ყენია "საბურთალოს" ფეხბურთელია

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „საბურთალომ“ ლევან ყენიას ტრასფერი ოფიციალურ დაადასტურა. 28 წლის შემტევი უკვე კარგა ხანია თბილისელთა რიგებში ვარჯიშობდა, მაგრამ მხარეებს შორის კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

ყენია ბოლოს ლექსემბურგში „დუდელანჟის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი „ლოკომოტივის“, „სლავიას“, „დიუსელდორფის“, „კარპატისა“ და „შალკეს“ რიგებში ირჯებოდა.

ყენიას საქართველოს ნაკრებში 28-ჯერ უთამაშია და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.138713