ფეხბურთი

13:16 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელიში სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს გუნდის ჭაბუკი ახალწვეულის, ჟოაო ფელიშის შესახებ ესაუბრა, რომელმაც თავის სადებიუტო მატჩში ტრავმა მიიღო.

„მას უმნიშვნელო დაზიანება აქვს. დღეს დილით ივარჯიშა და არაფერზე დაუჩივლია. ვფიქრობ, ხვალ მინდორზე გარკვეულ დროს გაატარებს. შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.“ - უთხრა სიმეონემ Marca-ს

„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პროგრამით ტარდება, ხვალ, 27 ივლისს გაიმართება.

ფელიში „ატლეტიკოში“ „ბენფიკადან“ ამ ზაფხულს 126 მილიონ ევროდ გადავიდა. ამისდაკვალად, 19 წლის შემტევი ყველაზე ძვირადღირებული პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ, შარშან „იუვენტუსმა“ „რეალისგან“ 117 მილიონ ევროდ იყიდა.

0.134744