ფეხბურთი

10:44 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ხამესის მდგომარეობის შესახებ

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს ხამეს როდრიგესის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა, რომელიც ვერაფრით ახერხებს კლუბის დატოვებას.

„ხამესის სიტუაცია? ეს „რეალის“ ხელმძღვანელობის საქმეა და არა ჩემი. ამ დროს ვითარებას კლუბების პრეზიდენტები ავარებენ.“ - უთხრა ფრანგმა სპეციალისტმა Goal-ს.

ცნობილია, რომ კოლუმბიელის საკუთარ რიგებში ხილვა „ნაპოლის“ და „ატლეტიკოს“ სურთ. ამ დავაში ფავორიტი მადრიდული კლუბია, რომელიც ხამესში 40 მილიონ ევროს იხდის.

ბოლო ორი სეზონი ხამესმა „ბაირნში“ გაატარა იჯარის წესით. მიუნხენელებს შეეძლოთ მისი გამოსყიდვა, მაგრამ თავი შეიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12417