ფეხბურთი

0:55 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ვარსკვლავი ლორა ჟორჟი სფფ-ის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციტივითა და ორგანიზებით, უეფას პროგრამა #WePlayStrong Together-ის ფარგლებში, სფფ-ის ლაგოდეხიის აკადემიაში მიმდინარე საზაფხულო ბანაკს ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი, ფრანგი ლორა ჟორჟი ესტუმრა.

საფრანგეთის ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა რეკორდსმენმა, რომელმაც ქვეყნის ნაკრებში 188 თამაში ჩაატარა, მოზარდებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. Summer Camp Georgia-ს მონაწილე გოგონების შეკითხვებს, ლორა ჟორჟი ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. დღის ბოლოს ლიონის ოლიმპიკისა და პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის პოსტს იკავებს, ქართველ კოლეგასთან, დავით მუჯირთან და მოზარდ ფეხბურთელებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. საფეხბურთო მატჩის გარდა, სხვადასხვა აქტივობაში ლორა ჟორჟთან ერთად, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, 60-მდე მოზარდი გოგონა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლორა ჟორჟმა, რომელიც მიმდინარე წელს საფრანგეთში გამართული ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი იყო, ბანაკის მონაწილე ბავშვებს, სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი ავტოგრაფიანი სამახსოვრო ფოტოები გადასცა.

ლორა ჟორჟი - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: "ძალიან ემოციური იყო პატარა მოზარდ ფეხბურთელებთან შეხვედრა, ასეთი დღეები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მათ ჩემ გამოცდილებაზე ვესაუბრე, ისინი ყურადღებით მისმენდნენ და საკმაოდ საინტერესო შეკთხვებიც ჰქონდათ. აქ მხოლოდ ერთი დღით ჩამოვედი და ბევრი ადგილის ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ვნახე ადამიანები,რომლებიც რეალურად ინვესტიციას დებენ ქალთა ფეხბურთში და იმედი მაქვს რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.

მე ყოველთვის მოვუწოდებ ადამიანებს რომ ჩაერთონ ფეხბურთში და ამით სიამოვნება მიიღონ. არ ვსაუბრობ მხოლოდ პრეფისონალურ ფეხბურთზე, ფეხბურთი ადამიანს განვითარებაში ეხმარება. მშობლებმა ყოველთვის მხარდაჭერა უნდა გამოხატონ შვილებისადმი. გოგონებს სჭირდებათ მხარდაჭერა და როდესაც სპორტში ხარ ჩართული, შენ უფრო ძლიერი პიროვნება ხარ, გოგონებისთვის, ბიჭებისთვის სპორტი დიდი სამყაროა. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი საუკეთესო სკოლაა."

სანდრა ნაჩაევა - ბანაკის მონაწილე: "ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო დღეებია, ძალიან ბევრ რამეს გავეცანი, ფეხბურთიც უკეთ ავითვისე ძალიან მომწონს. უფრო ბევრი მეგობარი გავიჩინე და გამიხარდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი გვესტუმრა.

ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში იცნობენ, გვითხრა, რომ მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეეძლო უკან დახევა, მაგრამ მისივე სურვილით უკან არ დაიხია და წარმატებული სპორტული კარიერა შექმნა.

მისი მოსმენა ჩვენთვის ბევრი მიმართლებით საინტერესო იყო, მიყვარს სპორტი და ვცდილობ რომ ყველა აქტივობაში ჩავერთო. როდესაც ამ ბანაკში მოვდიოდი თითქოს ვნერვიულობდი, არ ვიცოდი ყველაფერი როგორ წარიმართებოდა, მაგრამ ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ და ეს გარემო ყოველთვის გამორჩეულად გამახსენდება."

ნიკოლოზ ჯღარკავა - სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი: "ქალთა ფეხბურთის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული მსგავს პროექტებზე. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს უფროს ასაკში რეგულარული ჩემპიონატი, თუმცა, სამწუხაროდ ჯერჯერობით, არ ვართ ისე განვითარებული დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში, გოგონებს შორის და ეს პროექტი უპირველესად ხელს შეუწყობს იმას, რომ ცნობადობა გაიზარდოს ამ ასაკში ფეხბურთის შესახებ, მისი დდებითი მხარეების შესახებ, თუ როგორი კარგია ფეხბურთი არა მარტო ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარებისთვის, მიუხედავად სქესისა. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს მომავალში მოჰყვება შესაბამისი გამოხმაურება.

რთულია, როდესაც რაღაცას პირველად იწყებ, თუმცა, სხვა მსგავსი პროექტების გამოცდილება, რომელიც უეფამ გაგვიზიარა, დაგვეხმარა სწორად ორგანიზებაში. ლორა ჟორჟესი იყო ჩვენი სტუმარი დღეს, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ასევე წარმატებით ასპარეზობდა საკლუბო დონეზე. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი სტიმულია ბავშვებისთვის, როდესაც ისმენენ მსგავსი წარმატებული ქალი ფეხბურთელის ისტორიას და გარდა იმისა, რომ ლორა ჟორჟესი არის წარმატებული ფეხბურთელი, მან გაიარა საკმაოდ რთული სპორული კარიერა, რის შესახებაც ესაუბრა ბავშვებს. გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა ფეხბურთში და ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ამ მხრივ წარმატებით ჩაიარა."

საზაფხულო ბანაკში 15 წლამდე 70 გოგონაა ჩართული. მთელი კვირის განმავლობაში, 26 ივლისის ჩათვლით, მოზარდი გოგონები სხვადასხვა სახის სავარჯიშო, გასართბო და შემეცნებით პროგრამია არიან ჩართული. კემპის მონაწილეებს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქტივობებშიც მონაწილეობენ. ლაგოდეხის ფეხბურთის აკადემიაში, კვირეულის ფარგლებში აგრეთვე ბიბლუსის კუთხე მოეწყო, სადაც მოზარდთათვის საინტერესო ლიტერატურა განთავსდა.

www.gff.ge

0.121657