სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:55 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლად და ლამაზად
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„დინამო თბილისმა“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „გაბალა სიტი სთედიუმზე“ ფელის ვისენტეს გუნდმა ადგილობრივი „გაბალა“ ცალსახად დაჯაბნა და ღისეული რევანში აიღო 2015 წელს, ამავე სტადიონზე განცდილი მარცისთვის.

90 წუთში ნათლად გამოჩნდა, რომ „დინამო“ მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და დღეს ფეხბურთის თამაში მხოლოდ ერთ გუნდს შეეძლო.

„დინამომ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და ბურთს ძირითადად ფელის ვისენტეს გუნდი აკონტროლებდა. იყო სახიფათო შეტევებიც, რომელიც მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან ლევან შენგელიას აქტიურობით იქმნებოდა.

სწორედ მისი გადაცემის შემდეგ ლევან კუტალიას ძალიან მაგარი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ „გაბალა“ გადაარჩინა. მეორე ცდაზე კი „დინამოს“ შემტევმა შანსი არ გაანიავა. ისევ მარჯვენა ფლანგიდან, ოღონდ ამჯერად ნოდარ იაშვილის ჩაწოდება და კუტალიამ თავით ზუსტად დაარტყა 0:1.

მალევე, ლევანს დუბლის გაფორმება შეეძლო, ძლიერად დაარტყა, მაგრამ მცირედით არაზუსტად. უნდა ვთქვათ ისიც, რომ „გაბალას“ პირველ ტაიმში ჰქონდა ორი სახიფათო მომენტი და ორჯერვე გოლთან ახლოს სლესიო ბაკე იყო, მაგრამ ერთხელ არაზუსტად დაარტყა, ერთხელაც ხოსე პერალესმა ითამაშა ჩინებულად.

მეორე ტაიმში კი „დინამოს“ უპირატესობა გამოიკვეთა და მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცემია. საპასუხოდ, თბილისელები სრულად აკონტროლებდნენ შეტევას და რამდენჯერმე ახლოს იყვნენ მეორე გოლთან. ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა. 87-ე წუთზე კი არფან დაფემ ულამაზესი გოლით წერტილი დასვა. სენეგალელმა შორი დისტანციიდან შორეულ კუთხეში ჩინებულად დაატრიალა ბურთი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში შედგება და შეიძლება ითქვას, ბევრი რამ უკვე გაირკვა. „დინამომ“ „ფეიენოორდისკენ“ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„გაბალა“ – „დინამო“ თბილისი“ 0:2 (0:1)

გაბალა, „გაბალა სიტი სთედიუმი“

„გაბალა“ (4-2-3-1):ნაზიროვი; სეიდიევი, რამალდანოვი, ზუნიჩი, ნაბიევი; გიგაური, ალიევი (მამადოვი 84); ვოლკოვი (მურადოვი 61), ლოპესი, ბაკე; ისკანდაროვი (კუაკუ 77)

მწვრთნელი: სანან გურბანოვი

„დინამო“ (4-3-3): პერალესი; იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე; პაპავა, კუხიანიძე (ქარდავა 65), ნინუა; შენგელია (კარიკარი 86), კუტალია, ქავთარაძე (დაფე 74)

მწვრთნელი:ფელის ვისენტე

გოლები:0:1 კუტალია (41), 0:2 დაფე (87)

გაფრთხილება: ფერეირო (5), ბაკე (6), გიგაური (39), რამალდანოვი (45), ვოლკოვი (58) - ქავთარაძე (45), შენგელია (60), კუტალია (61), პაპავა (66), ქარდავა (74)

მსაჯი: ნიკოლას უელში (შოტლანდია)

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის გაბალადან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108616
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X