ფეხბურთი

23:52 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" სებალიოსი ინათხოვრა

მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი დანი სებალიოსი მომდევნო სეზონს იჯარის წესით ლონდონის "არსენალში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სებალიოსი "ბეტისის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი და "რეალმა" 2017 წელს 16.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა. გასულ ორ სეზონში დანიმ 56 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კი სებალიოსმა პირველად 2018 წელს ითამაშა და ექვსი ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდა.

0.11181