ფეხბურთი

22:23 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლუივერტი "ბარსელონაში" დაბრუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი "ბლაუგრანას" ახალგაზრდული ფეხბურთის დირექტორად დაინიშნა. ჰოლანდიელმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა.

კლუივერტმა სამწვრთნელო კარიერა "ალკმაარში" დაიწყო, სადაც ასისტენტი იყო. შემდეგ გამოიარა "ბრიზბენი", "ნაიმეგენი", "ტვენტეს" ახალგაზრდული გუნდი და "აიაქსის" ასაკობრივი გუნდი.

სანაკრებო დონეზე პატრიკი ჰოლანდიის ეროვნული გუნდის მწვრთნელის ასისტენტი იყო, ასევე წვრთნიდა კურასაოს ნაკრებს და ბოლოს კამერუნს ედგა სათავეში, თუმცა წარუმატებელი თამაშის გამო ჰოლანდიელი და მისი თანაშემწე კლარენს ზეედორფი დაითხოვეს. საკლუბო საქმიანობა პატრიკისთვის ასევე უცხო არაა, რადგან 2016/17 წლების სეზონში პსჟ-ს საფეხბურთო დირექტორი იყო.

0.111935