ფეხბურთი

17:10 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერი შესაძლოა დაიბლოკოს

კატალონიის „ბარსელონასა“ და ანტუან გრიზმანის თანამშრომლობა შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს. საქმე ის გახლავთ, რომ მადრიდის „ატლეტიკომ“ ბლაუგრანას წინააღმდეგ სარჩელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და სამოქალაქო სასამართლოში შეიტანა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ფრანგის ტრანსფერი დაიბლოკება.

„ტრანსფერის ბლოკირება შესაძლებელია. დღეს ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის მოგვარებაზე. მეტი არაფრის თქვა არ შემიძლია“, – განაცხადა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ გრიზმანის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა „როხიბლანკო“ კიდევ 80 მილიონს ითხოვს. მადრიდელების განმარტებით „ბლაუგრანამ“ ფრანგ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ტრანსფერი დაიბლოკება.

0.099753