ფეხბურთი

16:15 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალას "ტოტენჰემში" ტრანსფერი ნელ-ნელა რეალურ სახეს იღებს

„ტოტენჰემი“ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის პაულო დიბალას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

წყაროს ცნობით , მხარეებს შორის მოლაპარაკება თვეზე მეტია მიმდინარეობს და 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „მამლები“ მზად არიან 90 მილიონი ევრო გადაიხადონ.

თავად ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას მას შემდეგ გეგმავს, როდესაც ტურინული გრანდის თავკაცს, მაურიციო სარის გაესაუბრება აღნიშნულ თემაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123153