ფეხბურთი

13:15 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია "საბურთალოს" ზაგრების "დინამოსთან" მატჩამდე ესტუმრა და გუნდი გაამხნევა

"საბურთალოსა" და "დინამო" ზაგრების მატჩის დაწყებამდე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის გასახდელს ზაზა ფაჩულია სტუმრობდა და ფეხბურთელებს სამოტივაციო სიტყვით მიმართა.

აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქურმა გუნდმა სოციალურ ქსელში განათავსა.

NBA-ის ორგზის ჩემპიონმა "საბურთალოს" წარმატებები უსურვა და გუნდთან სამახსოვრო სურათები გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა, განმეორებითი მატჩი კი 30 ივლისს გაიმართება.

0.113218